წინამდებარე კანონზომიერებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ელექტროტექნიკაში. ფიზიკისთვის კი საინტერესოა მათში იყოს ასახული უფრო ზოგადი თვისებები და კანონები – "ფუნდამენტური არსი". განვიხილოთ ამისთვის გამტარი გარემოს მცირე ელემენტი (დენის მილაკის მცირე მონაკვეთი), რომელშიც გადის მუდმივი დენი. ჩავწეროთ მისთვის მარტივი ტოლობები:
თუ ყოველივე ამას ჩავსვამთ პირველ ტოლობაში და ჩავატარებთ მარტივ გარდაქმნებს, მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან თანაფარდობას, რომელსაც ეწოდება ომის კანონი დიფერენციალური (ლოკალური) ფორმით::
ან (20.10)
აღვნიშნოთ განსაკუთრებით ორი გარემოება:
1) აღნიშნული კანონზომიერების ვექტორული ხასიათი;
2) ლოკალური ხასიათი ნიშნავს, რომ ეს კანონი ამყარებს პროპოპრციულ კავშირს გარემოს ელექტრულ მდგომარეობასა და ელექტრული ველის მახასიათებელს შორის ამ გარემოს ყოველ მოცემულ წერტილში !