მომავალში განვიხილავთ მხოლოდ აირად და თხევად (ან მყარ მაგრამ ამორფულ) არაგამტარ გარემოებს, ანუ ერთგვაროვან და იზოტროპულ დიელექტრიკებს. ასეთი ნივთიერებები შეიძლება შედგებოდეს, როგორც პოლარული, ისე არაპოლარული მოლეკულებისგან. სხვადასხვა დიელექტრიკებში პოლარიზაციის მექანიზმებიც განსხვავებულია.

1. ორიენტაციული (დიპოლური) პოლარიზაცია

ასეთი მექანიზმი ახასიაბს, გარემოს, რომლის პოლარული მოლეკულებსაც აქვთ დიპოლური მომენტი გარეშე ველის არ არსებობის დროსაც. მაგალითად, ესენია H2O, HCl, NH3, … ველის არარსებობის დროს ე.წ. "ხისტი" დიპოლების ორიენტაცია შემთხვევითია სითბური მოძრაობის გამო. თუმცა, ელექტრული ველი, როგორც ვიცით, ახდენს დიპოლებზე მაორიენტებელ ზემოქმედებას – წარმოიქმნება დიპოლების რაღაც უპირატესი ორიენტაცია ველის მიმართულებით. შედეგად

თითოეული  მაკროსკოპული უბნის საშუალო დიპოლური მომენტი ხდება ნულკისგან განსხვავებული. ცდა აჩვენებს, რომ ის პროპორციულია მოლეკულებზე მოქმედი ელექტრული ველის დაძაბულობისა.

შენიშვნა

გამოთვლები სტატისტიკური ფიზიკის კანონების გამოყენებით იძლევა მისი მნიშვნელობის ზუსტ რაოდენობრივ დამოკიდეებულებასაც:

                                       (19.6)
ასეთი შედეგი თვისობრივად გამოთვლების გარეშეც გასაგებია. რაც მეტია ველის დაძაბულობა, მით მეტია, ცხადია, მისი მაორიენტებელი ზემოქმედება – ანუ -ს გასწვრივ დიპოლების ორიენტაცია. მეორეს მხრივ მარტივი მისახვედრია, რომ ველის მაპოლარიზებელი ეფექტი მით ნაკლებია, რაც მეტია ტემპერატურა – ანუ სითბრი მოძრაობის ქაოსი ( )!

2. ელექტრონული პოლარიზაცია (წანაცვლების პოლარიზაცია)

ნივთიერება შეიძლება შედგებოდეს არაპოლარული მოლეკულებისგან, მაგალითად  Ar, H2, N2, O2, CCl4, … . გარე ველის არ არსებობის შემთხვევაში ასეთ მოლეკულებს არ გააჩნიათ დიპოლური მომენტი. ის წარმოიქმნება მხოლოდ ველის ზემოქმედებით ელექტრონების სიმკვრივის წანაცვლებით მოლეკულის შიგნით ველის გასწვრივ. ჩვეულებრივ ასეთი წანაცვლების სიდიდე არც თუ ისე ძლიერ ველებში (<109ვ/მ) არ აღემატება ერთ ნანომეტრს და არის  ველის დაძაბულობის პროპორციული (l ~ E – ჰუკის კანონში ზამბარის წაგრძელების მსგავსად). აქედან არის სწორედ მოცემული ტიპის პოლარიზაციის კიდევ ერთი სახელწოდება – "დრეკადი" პოლარიზაცია. აღძრული დიპოლური მომენტები მცირეა, მაგრამ სამაგიეროდ მკაცრად პარალელურია გარე ველის დაძაბულობისა  ყველა მოლეკულისთვის:

                          (19.7)
კოეფიციენტ \(\alpha\)-ს ამ თანაფარდობაში უწოდებენ მოლეკულების პოლარიზებულობას,– როგორც ადრე, ელექტრული მუდმივაა.

მოლეკულის პოლარიზებულობა არ არის დამოკიდებული ველის დაძაბულობაზე და არ არის დამოკიდებული ტემპერატურაზე!

შენიშვნა

არსებობს პოლარიზაციის კიდევ ერთი ტიპი – იონური მესერი. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ასეთი პოლარიზაცია ახასიათებს კრისტალებს - მყარ სხეულებს (Cl, CsCl, …). მათთვის შესაძლებელია ელექტრული თვისებების ანიზოტროპია და საკითხის განხილვა რთულდება. ჩვენ კი შემოვიფარგლებით მხოლოდ თხევადი და აირადი იზოტროპული დიელექტრიკების განხილვით.