უკვე ვიცით რაღაც ელექტრულ ველზე დამუხტულ სხეულებს შორის რაიმე გარემოს არ არსებობის შემთხვევაში (ვაკუუმი). თითქმის არაფერი იცვლება გაუხშოებული აირის – მაგალითად, ჰაერის არსებობის შემთხვევაში. გარდა ამისა, გავარკვიეთ, რომ გამტარებში და გამტარი გარსის შიგნით ელექტროსტატიკური ველი გარედან არ აღწევს . ვნახოთ რა ხდება საკმაოდ მკვრივი დიელექტრიკის არსებობის შემთხვევაში.
გავიხსენოთ, რომ დიელექტრიკები ეწოდებათ დენის არაგამტარ სხეულებს ("იზოლატორები"), რადგან მათში არ არის თავისუფალი მუხტის გადამტანი ნაწილაკები. თუმცა მათში, რა თქმა უნდა არიან დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც შედიან ატომებისა და მოლეკულების შემადგენლობაში – ე.წ. "ბმული მუხტები". გარე ველის მოქმედებით ასეთი მუხტები შეიძლება წანაცვლდნენ არაუმეტეს 10-9 მ (ანუ ერთი ნანომეტრი) მანძილისა. ამბობენ, რომ შედეგად დიელექტრიკი პოლარიზდება – მისი ჯამური დიპოლური მომენტი ხდება ნულისგან განსხვავებული:

აქ  არის თითოეული ცალკეული მოლეკულის დიპოლური მომენტი, რასაც მიუთითებს ზედა ინდექსი «м» ჩვენს აღნიშვნაში.