განვიხილოთ ელექტრული ველის თვისებები გარემოში. გავიხსენოთ, რომ გარემო შეიძლება იყოს „გამტარი“ ან „დიელექტრიკი“. პირველი მეორისგან იმით განსხვავდება რომ მასში არის საკმარისი რაოდენობის თავისუფალი ნაწილაკები, რომელთაც შეუძლიათ მუხტის გადატანა. ასეთ ნივთიერებებს შეუძლიათ ელექტრული დენის გატარება. დიელექტრიკები კი ეწოდება ნივთიერებებს, რომლებშიც თავისუფალი დამუხტული მიკრონაწილაკები არ არის. განვიხილოთ ელექტროსტატიკური ველის თავისებურებები გამტარების შემთხვევაში.