უკვე ვახსენეთ, რომ ამპერმა შესძლო ორ სწორ ურთიერთპარალელურ გრძელ მუდმივდენიან გამტარს შორის ურთიერთქმედების კანონის განსაზღვრა. შემდგომში მაგნიტური ველის თვისებების ანალიზისთვის მოხერხებულია   "დენის ელემენტის" ცნების გამოყენება. ის მაგნეტიზმში თამაშობს ელექტრობაში წერტილოვანი მუხტის ანალოგიურ როლს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ელექტრობაში წერტილოვანი მუხტი რეალურად შეესაბამება დამუხტულ მცირე ნაწილაკებს, ხოლო დენის ელემენტი არის ჰიპოთეტური ობიექტი, რადგან დენის გასატარებლად აუცილებელია წრედის არსებობა და მისგან ელემენტური დენის გამოყოფა მხოლოდ აზრობრივად არის შესაძლებელი. ამის მიუხედავად "კანონი მაგნიტური ძალის შესახებ" მოხერხებულია ჩამოყალიბდეს სწორედ დენის ელემენტისთვის. ამპერის კანონი:

BBM4D Login

WG4D Link

WG4D Login

visa4d

bola88

bem4d

bbm4d

visa4d

bbca4d

cawan4d

cawan4d

visa4d

bbca4d

visa4d

cawan4d

► მაგნიტურ ველში დენის ელემენტზე მოქმედი ძალა ტოლია 

, მისი მოდული კი   . (22.8)

აქ  არის ძალა, რომელიც მოქმედებს  დენის ელემენტზე  მაგნიტური ველის მხრიდან, რომელიც სადენის ელემენტისადმი  კუთხით არის მიმართული. 

ამ ძალის მიმართულება განისაზღვრება "მარჯვენა ხელის" წესით. სასრულ გამტარზე მოქმედი სრული ძალა გამოითვლება, ჩვეულებრივ, "ელემენტური ურთიერთქმედებების" (ვექტორული) აჯამვით. კერძოდ ასეთნაირად შეიძლება გამოითვალოს ორი ურთიერთპარალელური სწორხაზოვანი დენიანი გამტარის ურთიერთქმედება. თითოეული გამტარის ერთეულოვან სიგრძეზე მოსული ძალა ამ შემთხვევაში ტოლია: 

, (22.9)

სადაც  – მაგნიტური შეღწევადობაა, ხოლო  – გამტარებს შორის მანძილი. ეს ძალა არის მიზიდვის თუ გამტარებში ერთნაირი მიმართულების დენები გადის და არის განზიდვის წინააღმდეგ შემთხვევაში.