– ერთი გარემოდან მეორეში გადასვლისას სინათლის (ელექტრომაგნიტური ტალღების) გავრცე;ლების მიმართულების ცვლილება. გარდატეხისთვის სრულდება კანონი: დაცემული სხივი, გარდატეხილი სხივი და დაცემის წერტილში აღმართული პერპენდიკულარი, ძევს ერთ სიბრტყეში, ამასთან მოცემული ორი გარემოსთვის დაცემის კუთხის სინუსის ფარდობა გარდატეხის კუთხის სინუსთან არის მუდმივი სიდიდე და ეწოდება მეორე გარემოს პირველის მიმართ ფარდობითი გარდატეხის მაჩვენებელი. გარდატეხის მიზეზი არის სხვადასხვა გარემოში ფაზური სიჩქარეების განსხვავება.