- ორი ან რამდენიმე, ერთ სიბრტყეში წრფივად პოლარიზებული, სინათლის კოჰერენტული ტალღის ზედდების მოვლენა, რომლის დროსაც ხდება ჯამური სინათლის ტალღის ენერგიის გადანაწილება სივრცეში ამ ტალღების ფაზებს შორის განსხვავებაზე დამოკიდებულიბით.  სინათლის ინტერფერენციის შედეგს, რომელიც ეკრანზე ან ფოტოფირფიტაზე  დაიკვირვება, ინტერფერენციულ სურათს უწოდებენ. თეთრი სინათლის ინტერფერენციისას წარმოიქმნება ცისარტყელის გამოსახულება. გამოიყენება ჰოლოგრაფიაში და სხვა.