- ელექტრომაგნიტური ველის რხევა, რომელიც უკიდურესი სიჩქარით (იხ. სინათლის სიჩქარე) ვრცელდება. ვაკუუმში ტალღის სიგრძეზე დამოკიდებულების, გამოსხივების წყაროს და აღგზნების საშუალების მიხედვით არჩევენ: დაბალსიხშირულ რხევებს, რადიოტალღებს, ინფრაწითელი გამოსხივება, ხილული გამოსხივება, ულტრაიისფერი გამოსხივება, რენტგენული გამოსხივება, გამა-გამოსხივება.