- ელექტრული პროცესების ერთობლიობა, რომლებსაც ელექტროლიტში ელექტრული დენის გავლისას აქვს ადგილი. ამ დროს დადებითად დამუხტული იონები (კათიონები) მოძრაობენ კათოდისაკენ, ხოლო უარყოფითად დამუხტულები (ანიონები) - ანოდისაკენ. რაოდენობრივად აღწერილია ფარადეის კანონებით.