- ელექტროლიზის ძირითადი კანონი. ფარადეის პირველი კანონი: ელექტრული დენის გავლისას ელექტროდზე გამოყოფილი ნივთიერების მასა ელექტროლიტში გავლილი მუხტის პირდაპირპროპორციულია. ფარადეის მეორე კანონი: ელექტროლიტში ერთნაირი მუხტის გავლისას ელექტროდებზე გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერებების მასების ფარდობა მათი ქიმიური ექვივალენტების ფარდობის ტოლია. დადგენილია ფარადეის მიერ 1833-34 წწ.