– ელექტრული წრედის ელემენტი, რომელიც მაგნიტური ველის შესაქმნელადაა განკუთვნილი და ჩვეულებრივ, წარმოადგენს ცილინდრულ ზედაპირზე დახვეულ იზოლირებულ გამტარს, რომელშიც ელექტრული დენი გადის. თუ სოლენოიდის სიგრძე მის დიამეტრზე მნიშვნელოვნად დიდია, მაშინ მაგნიტური ველი მიმართულია მისი ღერძის პარალელურად და ერთგვაროვანია (სოლენოიდის შიგნით), ხოლო ველის მაგნიტური ინდუქცია დენის ძალისა და ხვიების რიცხვის პროპორციულია.