თერმოდინამიკური პარამეტრი – ფიზიკური სიდიდე, თერმოდინამიკაში სისტემის მდგომარეობის აღწერას ემსახურება. მაგ., წნევა, ტემპერატურა, შინაგანი ენერგია, ენტროპია და ა.შ. მდგომარეობის პარამეტრები ურთიერთკავშირშია ამიტომ სისტემის წონასწორული მდგომარეობა შეიძლება ცალსახად განისაზღვროს პარამეტრების შემოსაზღვრული რაოდენობით (იხ. მდგომარეობის განტოლება).