აზრობრივი მოდელი, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოვადგინოთ ატომების, იონებისა და მოლეკულების განლაგება პერიოდული გამეორებადობით სივრცეში, რაც ახასიათებს მყარ სხეულებს (კრისტალებს). კრისტალური მესერის პერიოდი შეადგენს 0,1-0,5 ნმ მარტივი ნაერთებისთვის, 1 - 2 ნმ რთული არაორგანული და ორგანული ნაერთებისთვის, 10 ნმ ცილებისა და ვირუსებისთვის.