აზრობრივი მოდელი აირისა, რომელშიც ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედების ძალებისა და მათი ზომების უგულებელყოფა არის შესაძლებელი. ანუ ნაწილაკები ითვლება მატერიალურ წერტილებად, ხოლო ყველა მათი ურთიერთქმედება დაიყვანება მათ აბსოლუტურ დრეკად დაჯახებებამდე. გაუხშოებული გაზები, რომელთა ტემპერატურა შორს არის კონდენსაციის ტემპერატურისგან,  თავიანთი თვისებებით იდეალურ გაზთან ახლოს არიან. მდგომარეობის განტოლებას წარმოადგენს კლაპეირონ-მენდელეევის განტოლება.