ნივთიერების ერთ-ერთი აგრეგატული მდგომარეობათთაგანი, შუალედური მყარსა და აირადს შორის. სითხეს, ისევე როგორც მყარი სხეულს, ახასიათებს მცირე კუმშვადობა, დიდი სიმკვრივე და ამავე დროს, აირის მსგავსად, ახასიათებს ფორმის ცვალებადობა (ადვილად დენადია). სითხის მოლეკულები, ისევე როგორც მყარი სხეულისა, ასრულებენ სითბურ რხევებს, მაგრამ მათი წონასწორობის მდებარეობა დრო და დრო იცვლება, რაც განაპირობებს სითხის დენადობას.