მოლეკულის უფრო მცირე ნაწილებად (ატომები, ატომთა ჯგუფები ან იონები) დაშლის პროცესი. შეიძლება მოხდეს ტემპერატურის გაზრდისას (თერმული დისოციაცია), ელექტროლიტების ხსნარში (ელექტროლიტური დისოციაცია) და სინათლის ზემოქმედებით (ფოტოქიმიური დისოციაცია).