ერთ-ერთი იმ ძირითად სიდიდეთაგანი, რომელიც მატერიალური წერტილის (სხეულის) მოძრაობის აღწერისათვის გამოიყენება. სიჩქარე (მყისი სიჩქარე) – ვექტორული სიდიდე, ტოლია წერტილის გადაადგილების იმ დროის შუალედთან ფარდობის ზღვრისა, რომელშიც მოხდა ეს გადაადგილება როცა ეს უკანასკნელი უსასრულოდ მცირდება. სიჩქარე მიმართულია მოძრაობის ტრაექტორიის მხების გასწვრივ. SI-ში ერთეულია - მეტრი წამში (მ/წმ).