მექანიკური სისტემისა - გარეშე ძალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მექანიკური სისტემის მდგომარეობა, როცა მისი ყველა წერტილი უძრავია განსახილველი ათვლის სისტემის მიმართ. ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სისტემაზე მოქმედი ყველა ძალა და ძალების მომენტები გაწონასწორებულია. ასხვავებენ მდგრად (მცირე გადახრისას სხეული უბრუნდება წონასწორობის მდგომარეობას), არამდგრად და განურჩეველ წონასწორობებს. მდგრადი წონასწორობის მდგომარეობაში სხეულის პოტენციური ენერგია მინიმალურია.