ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი პოსტულატი, რომელიც ამტკიცებს, რომ ათვლის ნებისმიერ ინერციულ სისტემაში ყველა ფიზიკური მოვლენა (მექანიკური, ელექტრომაგნიტური და სხვ.) ერთიდაიმავე პირობებში ერთნაირად მიმდინარეობს. გალილეის ფარდობითობის პრინციპის განზოგადებას წარმოადგენს ყველა ფიზიკურ მოვლენაზე (გარდა მიზიდულობისა).