მექანიკური სისტემის მდგომარეობა, როცა სისტემაზე მოქმედი გარეშე გრავიტაციული ველი არ იწვევს სისტემის ერთი ნაწილის მეორეზე ურთიერთზეწოლას და დეფორმაციას. ადგილი აქვს სხეულის თავისუფალი ვარდნისას, ხელონურ თანამგზავრებში და კოსმოსურ ხომალდებში, რომლებიც გამორთული ძრავით მოძრაობენ, ანუ როცა სხეულებზე მოქმედებს მხოლოდ მიზიდულობის ძალები.