მოძრაობები (მდგომარეობის ცვლილება), რომელიც დროში ამა თუ იმ ხარისხით განმეორებადობით ხასიათდება. ასხვავებენ მექანიკურ (ქანქარა, სიმი, ჰაერის ჩაკეტილი მოცულობა და სხვ.), ელექტრომაგნიტურ (ელექტრული დენი და ძაბვა მერხევ კონტურში, ცვლადი დენი და სხვ.) და ელექტრომექანიკურ (პიექზოელექტრული და მაგნიტოსტრიქციული გამომსხივებლები და სხვ.) რხევებს. უმარტივესი პერიოდული რხევები - ჰარმონიული რხევები.