ვექტორული ფიზიკური სიდიდე, რომელიც გამოიყენება სხეულზე ძალის გარკვეული დროის შუალედის განმავლობაში მოქმედების აღსაწერად და რომელიც ტოლია ძალის ვექტორის ნამრავლისა ამ დროის შუალედზე. SI-ში ერთეულია - ნიუტონი·წამი. მუდმივი ძალის შემთხვევაში ძალის იმპულსი ტოლია სხეულის იმპულსის ცვლილებისა იმ დროში რა დროითაც მოქმედებდა ეს ძალა სხეულზე.