დრეკადობის თეორიის კანონი. ჰუკის კანონის თანახმად დეფორმაციისას აღძრული დრეკადობის ძალის სიდიდე დეფორმაციის პირდაპირპროპორციულია: \(F=k\left | \Delta l \right |\) , სადაც k– დრეკადობის (სიხისტის) კოეფიციენტია. დრეკადობის ძალის მიმართულება სხეულის დეფორმაციისას სხეულის ნაწილაკების წანაცვლების მიმართულების საპირისპიროა. სამართლიანია მცირე დეფორმაციებისას. გამოყენების ხარისხობრივი საზღვარი განისაზრვრება ექსპერიმენტულად. ჰუკის კანონი სხვანაირად შეიძლება ფორმულირდეს: დეფორმირებულ სხეულში აღძრული მექანიკური დაძაბულობის სიდიდე პირდაპირპროპორციულია ფარდობითი დეფორმაციის სიდიდისა: \(\sigma =E\left | \varepsilon \right |\) , სადაც E–იუნგის მოდულია.