მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდებარეობიდან. უდიდესი მნიშვნელობა xm, რომელსაც აღწევს ფიზიკური სიდიდე х (წანაცვლება, დენის ძალა, ელექტრული ველის დაძაბულობა და ა.შ.), ჰარმონიული რხევის შესრულებისას, ანუ როცა იცვლება კანონით x= xmсоs(ω.t+ φ), სადაც t - არის დრო, xm, ω, φ - მუდმივები სიდიდეებია (ჰარმონიული რხევებისას). სხვა სიტყვებით ამპლიტუდა განსაზღვრავს რხევების "გაქანებას". ამ გაგებით ამპლიტუდის ტერმინის გამოყენება შეიძლება არაჰარმონიული რხევებისთვისაც.