სითბური ძრავები |
||
მანქანებს, რომლებიც , შინაგან ენერგიას გარდაქმნიან მექანიკურ მუშაობად, ეწოდება სითბური ძრავები |
||
გამოგონებათა ქრონოლოგია: 1690 - დ.პაპენის ორთქლატმოსფერული მანქანა (საფრანგეთი) - თეორიულად 1698 - ტ.სევერის ორთქლატმოსფერული მანქანა (ინგლისი) 1705 - ტ.ნიუკომენის ორთქლატმოსფერული მანქანა (ინგლისი) 1774 - დ.უატის ორთქლის მანქანა (ინგლისი) 1860 - ლენუარის შიგაწვის ძრავა (საფრანგეთი) 1865 - ნ.ოტოს შიგაწვის ძრავა (გერმანია) 1871 - კ.ლინდეს მაცივარი (გერმანია) 1887 - კ.ლავალის ორთქლის მანქანა (შვეცია) 1897 - რ.დიზელის შიგაწვის ძრავა (გერმანია) |
||
წრიული (ციკლური) პროცესი - თუ ცვლილებების შედეგად სისტემა დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას, ამბობენ, რომ მან შეასრულა წრიული პროცესი ან ციკლი. А1а2>А1б2 - მოდულით (ფართობების შედარებით). А1а2>0 А1б2<0 ციკლურ პროცესში ჯამური მუშაობა რიცხობრივად პროცესის მრუდით მოჭიმული ფართობის ტოლია. თერმოდინამიკის მეორე კანონიდან: არცერთ სითბურ ძრავას არ შეიძლება ჰქონდეს მქკ ერთის ტოლი (100%). , სადაც А - ერთ ციკლში ძრავის მუშაობაა, Q - ციკლის განმავლობაში ძრავის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა. |
||
სითბური ძრავის მუშაობის პრინციპი: Q = A' + ΔU - სითბოს რაოდენობა, რომელიც სისტემას გადაეცა იხარჯება ამ სისტემის მიერ მექანიკური მუშაობის შესრულებაზე და მისი შინაგანი ენერგიის გაზრდაზე (ანუ სისტემამ უნდა გადასცეს სითბო გარემოს) - თერმოდინამიკის პირველი კანონი. |
Q = A' + ΔU |
|
გამაცხელებელი გადასცემს სითბოს მუშა სხეულს Т1 ტემპერატურის დროს. მუსა სხეული ასრულებს სასარგებლო მექანიკურ მუშაობას A'. მაცივარი (გამაგრილებელი) იღებს ნაწილ სითბოს, ასრულებს რა ციკლურ პროცესს. A' = Q1 - Q2 სითბური ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი:
|
||
რეალური ძრავების მქკ: ტურბორეაქტიული - 20 -30%; კარბურატორული - 25 -30%, დიზელის - 35-45%. 0 - 1 - საწვავი ნარევის შეშვება (იზობარა) 1 - 2 - შეკუმშვა(ადიაბატა) 2 - საწვავი ნარევის ანთება 2 -3 -წნევის მყისი ზრდა (იზოქორა) 3 -4 - მუშა სვლა (ადიაბატა) 4 - 0 - გამოშვება |
||
იდეალური სითბური მანქანა - კარნოს მანქანა (სადი კარნო, საფრანგეთი, 1815). მანქან მუშაობს იდეალურ გაზზე. 1 - 2 - გამაცხელებელთა სითბური კონტაქტისას გაზი ფართოვდება იზოთერმულად. 2 - 3 - ჯერ ფართოვდება ადიაბატურად. მაცივართან კონტაქტის შემდეგ: 3 - 4 - იზოთერმული შეკუმშვა; 4 - 1 - ადიაბატური შე.კუმშვა |
||
იდეალური მანქანის მქკ: η არის მხოლოდ ორი ტემპერატურის ფუნქცია, არ არის დამოკიდებული მანქანის მოწყობილობასა და საწვავის სახეობაზე. |
|
|
კარნოს თეორემა: რეალური სითბური მანქანის მქკ არ შეიძლება იყოს იგივე ტემპერატურულ ინტერვალში მომუშავე იდეალური სითბური მანქანის მქკ-ზე მეტი. |
|
|
კარნოს ციკლი შექცევადია. მანქანას, რომელიც შექცევადი ციკლით მუშაობს ეწოდება მაცივარი მანქანა. |
|