არათანაბარი მოძრაობა

წრფივი

მრუდწირული

(დროის მიხედვით) საშუალო სიჩქარის ვექტორი გადაადგილების ვექტორის იმ დროსთან ფარდობის ტოლია, რომელშიც მოხდა ეს გადაადგილება.  

გზის საშუალო სიჩქარე ეწოდება სხეულის მიერ განვლილი მთელი გზის შეფარდებას იმ დროის შუალედთან,  რომელშიც მოხდა ამ გზის გავლა:   . სწორხაზოვანი მოძრაობის შემთხვევაში წერტილის არათანაბარი მოძრაობის საშუალო (დროის მიხედვით) სიჩქარე ტოლია მისი კოორდინატის ცვლილების ფარდობისა დროის იმ ინტერვალთან, რომელშიც მოხდა ეს ცვლილება.  .

საშუალო სიჩქარე არ გვაძლევს საშუალებას გამოვთვალოთ გადაადგილება და კოორდინატები დროის ნებისმიერ მომენტში. საშუალო სიჩქარით შეუძლებელია ვიმსჯელოთ განვლილ მანძილზე (შეუძლებელია მექანიკის ძირითადი ამოცანის გადაჭრა). 

 

მყისიერი სიჩქარე

მყისიერი სიჩქარე - სხეულის სიჩქარეა დროის მოცემულ მომენტში და მოცემულ წერტილში.

ტოლია გადაადგილების (კოორდინატის ცვლილების) დროის იმ შუალლედთან, რომელშიც მოხდა ეს გადაადგილება (კოორდინატის ცლილება) ფარდობის ზღვრისა.

მყისიერი სიჩქარის ვექტორი მიმართულია ტრაექტორიის ნებისმიერ წერტილში გავლებული მხების მიმართულებით.

სწორხაზოვანი მოძრაობის შემთხვევაში მყისიერი სიჩქარე იცვლება მხოლოდ სიდიდით და არა მიმართულებით. მყისიერი სიჩქარე აჩვენებს, რა გადაადგილებას შეასრულებდა სხეული დროის ერთეულში, თუ დაწყებული მოცემული მომენტიდან იგი იმოძრავებდა თანაბრად და სწორხაზოვნად.

სწორხაზოვანი მოძრაობისთვის.