წრფივი თანაბარი მოძრაობა

წრფივი მოძრაობა - ტრაექტორია წარმოადგენს წრფეს.

წრფივი თანაბარი მოძრაობა ეწოდება მექანიკურ მოძრაობას, რომლის დროსაც სხეული ნებისმიერ დროის ტოლ შუალედებში t1 = t2 = t3 = ... ასრულებს ტოლ გადაადგილებებს

 

შესაბამისად:   - ეს სიდიდე არის მოძრაობის მახასიათებელი.

 

$скорость прямолинейного равномерного движения" class="img-middle" rel="lightbox" src="http://physics.aidio.net/images/konspeqt/image006_0.gif" style="border: 0px; vertical-align: middle; width: 40px; height: 41px;" /> - წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარეა.

წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე - ეს არის ვექტორული ფიზიკური სიდიდე, რომელიც რიცხობრივად ტოლია გადაადგილების ფარდობისა დროსთან, რომელშიც მოხდა ეს გადაადგილება.

სიჩქარე აჩვენებს, რა გადაადგილებას ასრულებს სხეული დროის ერთეულში, როცა მოძრაობს წრფივად და თანაბრად.

მაგალითად, თუ სიჩქარის მოდული ტოლია 5 მ/წმ, ეს ნიშნავს, რომ ყოველ წამში წრფივად და თანაბრად მოძრავი სხეული გადაადგილდება 5 მეტრით.

1მ/წმ=3,6კმ/სთ

ერთი სხეულის წრფივი თანაბარი მოძრაობის აღსაწერად საკმარისია კოორდინატთა ერთი ღერძი.

ვექტორებზე მოქმედების წესების თანახმად  

ნახაზიდან ვხედავთ:   ,

სადაც - სიჩქარის ვექტორის პროექციაა x ღერძზე.

მექანიკის ძირითადი ამოცანის ამოხსნა წრფივი თანაბარი მოძრაობისთვის:

 

შესაბამისად: 

თუ მოძრაობა მიმართულია ღერძის მიმართულებით, მაშინ .

თუ მოძრაობა ღერძის მიმართულების საპირისპიროა, მაშინ .

თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის გრაფიკული წარმოდგენა

1.სიჩქარის პროექციის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი

 

სიჩქარის გრაფიკის ქვეშა ფართობი რიცხობრივად გადაადგილების ტოლია. (სამართლიანია ნებისმიერი მოძრაობისთვის)

2. გადაადგილების პროექციის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი

 

 და  - მოძრაობა მიმართულია ღერძის მიმართულებით,

 - მოძრაობა ღერძის მიმართულების საპირისპიროა.

3. კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი.

 

124 - მოძრაობა მიმართულია ღერძის მიმართულებით,

35 - მოძრაობა ღერძის მიმართულების საპირისპიროა.