შავი ხვრელების დანახვა შეუძლებელია, რადგან ძლიერი გრავიტაციით მთელი სინათლე მიიზიდება მისი ცენტრისკენ.
მიუხედავად ამისა, მეცნიერებს შეუძლიათ დაინახონ შავი ხვრელის მახლობლად მყოფ ვასკვლავებზე და აირებზე მისი მძლკავრი გრავიტაციის გავლენა. თუ ვარსკვლავი მოძრაობს რაღაც გარკვეული წერტილის ირგვლივ სივრცეში, ასტრონომებს შეუძლიათ შეისწავლონ მისი მოძრაობა და დაადგინონ თუ მისი ორბიტის გამომწვევი არის შავი ხვრელი.
როცა შავი ხვრელი და ვარსკვლავი ძლიერ ახლოს მოძრაობენ ორბიტებზე, მაღალენერგეტიკული ნათება წარმოიქმნება და ხელსაწყოებს შეუძლიათ დააფიქსირონ ეს მაღალენერგეტიკული ნათება.
ხანდახან შავი ხვრელის გრავიტაცია შეიძლება იმდენად მძლავრი იყოს, რომ მან მიიძიდოს ვარსკვლავიერი მატერია, რომელიც სპირალური ორბიტით ეშვება შავი ხვრელისკენ და ამ პროცესში წარმოქმნის ე.წ. აკრეციულ დისკს. ამ აკრეციულ დისკში სპირალურ ორბიტაზე აირი ძლიერ ცხელდება და წარმოქმნის რენტგენულ გამოსხივებას ყველა მიმართულებით. კოსმოსური ტელესკოპები ზომავენ აამ რენტგენის გამოსხივებას და ასტრონომები სწავლობენ შავი ხვრელების თვისებებს.
წყარო: NASA