შავი ხვრელები შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის, მაგრამ არსებობს სამი ძირითადი ტიპის შავი ხვრელი. მასა და ზომა განსაზრვრავს შავი ხვრელის ტიპს.

უმცირესი ზომის შავი ხვრელები ცნობილია როგორც საწყისი შავი ხვრელები. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის შავი ხვრელების ზომა შეიძლება იყოს ატომის ზომის რიგის მაგრამ მისი მაშა იყოს დიდი მთის მასის ტოლი.

ყველაზე გავრცელებული ტიპი არის საშუალო ზომის შავი ხვრელები ე.წ. "ვარსკვლავიერი" შავი ხვრელები. ვარსკვლავიერი შავი ხვრელების მასა შეიძლება 20-ჯერ აღემატებოდეს ჩვენი მზის მასას და ეს მასა შეიძლება იყოს მოთავსებული მხოლოდ რაღაც ათეულ კილომეტრიან რადიუსიან სფეროში. ათობით ვარსკვლავიერი შავი ხვრელი შეიძლება იყოს ჩვენს გალაქტიკაში.

უდიდესი ზომის შავი ხვრელები ცნობილია "ზემასიური" შავი ხვრელების სახელწოდებით. ამ შავი ხვრელების მასა მილიონი მზის მასაზე მეტია და შეიძლება ეტეოდეს მზის სისტემის ტოლ სფეროში. მეცნიერული ფაქტები მიუთითებს, რომ ყოველი გალაქტიკის ცენტრში უნდა იყოს ზემასიური შავი ხვრელი. ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მყოფ ზემასიურ შავ ხვრელს საგიტარიუს A ეწოდება. მისი მასა დაახლოებით 4 მილიონი მზის მასის ტოლია და ზომით კი დაახლოებით მზის ზომისაა.

წყარო: NASA