ერთ-ერთი ყველაზე თავსატეხი მოვლენა, რომელიც დაკვირვებულ  იქნა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, იყო ჰელიუმის ქცევა ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. ძალიან დაბალში იგულისხმება აბსოლუტურ ნულზე (-271ºC) ორიოდე გრადუსით მეტი. ამ შემთხვევეში, ტემპერატურის მიუხედავად ჰელიუმის სიმკვრივე  მუდმივი რჩება და არ მყარდება. ჩვეულებრივი სითხეები ასე არ იქცევიან.

მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საოცარი დაკვირვება არის ის, რომ ამ განსალუთრებით დაბალ ტემპერატურებზე ჰელიუმი ატარებს სითბოს უკეთ ვიდრე ნებისმიერი მეტალი და საერთოდ არ აქვს სიბლანტე. სიბლანტის სრული არ არსებობა ნიშნავს, რომ ჰელიუმს შეუძლია იდინოს ხახუნის გარეშე –ეს არის სუპერსითხეობის დამღა.

თხევადი ჰელიუმი აცოცდება ჯამის კედლებზე თხელ ფენადმ შემოევლება მას და ჩამოეკიდება წვეთად, რომელიც მოწყდება და შემდეგი წვეთი გამზადდება და ა.შ.

თხევადი ჰელიუმისთვის ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად უცნაური რამეები ხდება: ჩამოკიდებულ ჭურჭელში გაციებისას, თხელი აპკი წარმოიქმნება და აცოცდება ჭურჭლის კიდეებზე და შემოევლება ისე თითქოს სუფმა გადაწყვიტა ხაპიდან ქოთანში დაბრუნება! მოგვიანებით ეს უცნაური თვისება ახსნილი იქნა, როგორც სრულიად ბუნებრივი ქვანტური მოვლენის მაგალითი.

ჰელიუმი მხოლოდ ერთი მაგალითია მატერიისა, რომელსაც შეუძლია იყოს თავის უმდაბლეს ენერგეტიკულ მდგომარეობაში, სადაც ყველა ნაწილაკს აქვს ზუსტად ერთნაერი ენერგია და ერთნაირი იდენტობაც კი. ურთიერთგანურჩევლობა, ამავდროულად უმდაბლეს ენერგეტიკულ მდგომარეობაში ყოფნა არის მახასიათებელი ე.წ. "ბოზონებისა".

ხანდახან ბოზონები უჩვენებენ უცნაური ტიპის კონდეცირებას "სუპერ" ფაზაში. მაგალითებია სუპერთხევადი ჰელიუმი, ელექტრონები ზეგამტარ მეტალებში და მაღალტემპერატურულ ზეგამტარ კერამიკულ ნაერთებში.