შეკითხვა: | გამარჯობათ მაინტერესებს ეს ამოცანა: ზამბარა, რომელზეც მე ვიფიქრე რომ A = mgh სადაც m = 3კგ h = 0.04მ g = 10 => A = 1.2ჯ, h = 0.04მ იმიტომ რომ სხეულიც ჩამოიწეოდა 0.04მ-ით, საბოლოოდ სწორი პასუხი არის 0.6ჯ და ვერ გავიგე რატო იქნება mgh/2? |
---|---|
პასუხი: | იმიტომ რომ შენ დათვლილი გაქვს უშუალოდ სიმძიმის ძალის მუშაობა.... არადა გეკითხებიან ზამბარის გაჭიმვაზე შესრულებულ მუშაობას, ანუ მუდმივი სიმძიმის ძალისა და ზამბარის ზრდადი დრეკადობის ძალის მუშაობათა ალგებრულ ჯამს - სიმძიმე დადებითს და დრეკადობა უარყოფითს. სხვა სიტყვებით ეს იქნება ზამბარა/სხეული სისტემის ჯამური პოტ ენერგიის ცვლილების მოდულის ტოლი(კინ ენერგია სისტემას თავში და ბოლოში არ აქვსს): გრავიტ პოტ ენერგია მოიკლებს mgh -თ , ხოლო დრეკადობის პოტ ენერგია გაიზრდება kx2/2 -ით --- საბოლოო ჯამური ცვლილება იქნება უარყოფითი, რადგანაც სისტემა თავისთავად გადავიდა ნაკლები პოტ ენერგიის მდგომარეობაში(ჩაკეტილი სისტემა ხომ ყოველთვის მინიმალური პოტ ენერგეტიკული მდგომარეობისკენ მიისწრაფვის) .... თავისმხრივ ადგილი აქვს mg = kx ტოლობას, რაც მიგიყვანს სწორ შედეგზე.... -------------------------------------------- ტვირთის ზამბარაზე დაკიდების შემდეგ ხელის გაშვების შემდეგ თავიდან აღიძვრებოდა რხევითი პროცესი...... |