შეკითხვა:

1. ბრტყელი სარკე მისი ზედაპირის მართობულად მიმართული v სიჩქარით შორდება უძრავ წერტილოვან წყაროს. რა სიჩქარით მოძრაობს წყაროს გამოსახულება?-პირველ რიგში, მე ვიფიქრე რომ საუბარი იყოს სარკის მიმართ სიჩქარეზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ პასუხია 2V ე.ი. გამოსახულების სიჩქარე თვითონ სხეულის მიმართ. ისმის კითხვა!! რამ მომცა მინიშნება რომ ეს სხეულის მიმართ იყო სიჩქარე!!!

2.თქვენ გახარებას, ამაში დამეხმარეთ რა: U ძაბვის ქსელში ჯერ ჩართეს მიმდევრობით შეერთებული 5 ერთნაირი ნათურა, ხოლო შემდეგ პარალელურად შეერთებული იგივე ნათურები. რამდენჯერ შეიცვალა ქსელიდან მოხმარებული სიმძლავრე? 

პასუხი:

1) ისმის კითხვა!! რამ მომცა მინიშნება რომ ეს სხეულის მიმართ იყო სიჩქარე!!!

მართალი ხარ  ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! !

ნიშანს არ გაძლევენ და ურტყი ახლა თავი რას გულისხმობენ...ჰაიტ ! ! ! ! ! !

2) დავუშვათ ერთი ნათურას წინაღობაა ...  R   , მაშინ მათი მიმდევრობითი შეერთებისას   სრული   წინაღობა რა იქნება ?  - დიახ   ...  5R

ხოლო პარალელური შეერთებისას?    ჰო, გაბედე ....

 არა! ...1/5R კი არა, არამედ  .... R/5  ...   ჰოდა  რომელ შემთხვევაში გაქვს მეტი წინაღობა და რამდენჯერ?  

ახლა მოხმარებული   დენის სიმძლავრის ფორმულებიც გაიხსენე  ....  P = UI = I2R = U2/R

 სამნაირი ფორმულაა, მაგრამ  რადგანაც შენს ამოცანაში ნათურებს ერთიდაიგივე  U  ძაბვის ქსელში რთავენ  რომელი ფორმულის გამოყენება   აჯობებს?  .... ჰა მეთქი.  დიახ! ... აქაც მართალი ხარ! .... ჰოოოოოდა   შეადარე ახლა  მოხმარებული სიმძლავრეები ერთმანეთს  .... რა დაასკვენი?

--- მართალი ხარ !!! ....   გვირაბის  ნიშანია საჭირო !

-------------------------

გაგახარებს ღმერთი...