შეკითხვა:

გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მითხარით ატმოსფერული წნევა ღრუბლიან ამინდში უფრო მაღალია თუ მოწმენდილში და რატომ? მადლობა წინაწარ <3 

პასუხი:

აირია წნევა დამოკიდებულია  აირის სიმკვრივეზე და ტემპერატურაზე . იდეალური აირისათვის    \(p = \frac{\rho }{M}RT\)   (რეალური აირისათვის  ეს დამიკიდებულება სხვაგვარია, მაგრამ პრინციპული განსხვავება დიდი არაა) 

R - უნივერსალური მუდმივაა, ხოლო     M - მოცემული აირის მოლური მოლური მასა. აქედან გამომდინარე  წნევა დამოკოდებულია   \(\rho\) \(T\)  ნამრავლზე....   ტემპერატურის შემცირება   იწვევს   წნევის შემცირებას,

... მაგრამ  ჰაერში ტემპერატურის შემცირება იმავდროულად  იწვევს   ფარდობითი ტენიანობის  გაზრდასაც-  ჰაერში არსებული  წყლის ორთქლი უახლოვდება ნაჯერობის მდგომარეობას - ჰაერი მძიმდება - შედეგად ჰაერის საერთო სიმკვრივე  \(\rho\)  იზრდება ... და რა ქნას ამ დროს საცოდავმა წნევამ?:  ტემპერატურის შემცირების  გამო მოიკლოს თუ სიმკვრივის გაზრდის  გამო  მოიმატოს?  ჭრელო პეპელა ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდებიო... იქნებ არც ერთი და არც მეორე და სულაც არ შეიცვალოს?

დიახ!  სამივე  შემთხვევაა დასაშვები... 

მაგრამ აქედან ერთი აუცილებელი დასკვნა გამიმდინარეიბს:

თუ   თერმომეტრზე ტემპერატურის კლებისას(აგრილებისას)    ბარომეტრზე წნევა  მატებისკენ  წავიდა, ეს   ნიშნვს რომ  ტენიანობა მნიშვნელოვნად   იზრდება  (ჰაერში წყლის სიმკვრივე საგრძნობლად იზრდება) და შესაბამისად  მოსალოდნელია  ღრუბლიანი ამინდი (ნალექიც კი)  .... აი, ამას ეყრდნობა ამინდის პროგნოზი.