შეკითხვა:

ძალიან გთხოვთ, როგორცკი შეძლებთ მიპასუხეთ..  1."თუ წრედის უბანზე არ სრულდება მექანიკური მუშაობა და არ ხდება ნივთიერების ქიმიური გარდაქმნა, მაშინ ელექტრული ველის ენერგია მთლიანად ხმარდება გამტარის შინაგანი ენერგიის გაზრდას."-->როდის არ სრულდება წრედის უბანზე მექანიკური მუშაობა?

 

 

 

პასუხი:

მაგ:  ელექტროძრავი(წრედის უბანი- დატვირთვა-მომხმარებელი) ელექტრული ენერგიის ხარჯზე ასრულებს მექანიკურ  მუშაობას(ბრუნავს)-- ამოძრავებს მასთან დაკავშირებულ რაიმე სხეულს:   ელექტროენერგია ხმარდება ძრავის ხვიების გათბობას და მუშაობას.

თუ ძრავს არ მივცემთ ბრუნვის საშუალებას( რაიმეთი გავჭედავთ), მაშინ ელენერგია მხოლოდ ხვიების  გათბობაზე დაიხარჯება და შესაძლებელია იმდენედაც კი გადახურდეს, რომ გადაიწვას.