შეკითხვა: | გაელვების დროს რატომ წარმოიქმნება სინათლე და ხმა? რა პროცესი მიმდინარეობს იქნებ ამიხსნათ.. |
---|---|
პასუხი: | ძლიერი აიროვანი განმუხტვა საპირისპიროდ დამუხტულ ღრუბელთა ფენებს შორის ან ღრუბელთა ფენასა და დედამიწას შორის(მეხი).... ძლიერი ელექტრული ველის გავლენით ჰაერში არსებული (არც თუ დენისათვის საკმარისი რაოდენობის) ელექტრონები იმდენად დიდ კინეტიკურ ენერგიას იძენენ, რომ ნეიტრალურ მოლეკულებთან შეჯახებისას იწვევენ მათ იონიზაციას (დარტყმითი იონიზაცია) - მათგან ელექტრონების ამოგდებას, რომლებიც თავის მხრივ ისევ აჩქარდებიან... ისევ დარტყმითი იონიზაცია და ა.შ. წარმოიქმნება ელექტრონების ზვავი(ზვავური განმუხტვა).... ადგილი აქვს ხანმოკლე, მაგრამ უძლიერეს დენის იმპულსს (ელვა) უძლერესი ენერგიით .... იონიზაციას თან ახლავს გამოსხივება ( მათ შორის ხილული სინათლის სპექტრშიც) და ძლიერი მექანიკური რხევა(შედეგად ბგერითი ტალღაც) ...ამას თან დაურთე სწრაფი სითბური გაფართოება და მიიღებ არც თუ სასიამოვნო მოსასმენ აფეთქების ხმას(გრუხუნი)...... ამბობენ რომ ელვის დროს პირი არ უნდა დაგრჩეს ღიაო
|