შეკითხვა:

ჰორიზონტალურ რელსებზე უხახუნოდ მიგორავს ურიკა რომელშიც ზის ბიჭი გარკვეული დროის შემდეგ ბიჭი გადმოხტა ურიკიდან. ურიკის სიჩქარე გაიზრდება, უცვლელი დარჩება თუ შემცირდება ამის შედეგად?

პასუხი:

ამ საკითხზე პასუხს იძლევა იმპულსის მუდმივობის კანონი: გადმოხტომამდე ბიჭი-ურიკას იმპულსის ვექტორის გეგმილი ურიკის მოძრაობის თანხვდენილ ღერძზე  ტოლი უნდა იყოს გადმოხტომის შემდეგ ბიჭი - ურიკის იმპულსის გეგმილისა იგივე ღერძზე.

ამიტომ  თუ ბიჭი გადმოხტება  ურიკის მიმართ 

1) ურიკის მოძრაობის მიმართულებისადმი   ნული ან მახვილი კუთხით, მაშინ ურიკის სიჩქარე შემცირდება.

2) ურიკის მოძრაობის მიმართულებისადმი  გაშლილი ან ბლაგვი კუთხით, მაშინ ურიკის სიჩქარე გაიზრდება

3) ურიკის მოძრაობის მიმართულებისადმი მართობული კუთხით(ურიკის და არა დედამიწის მიმართ), მაშინ ურიკის სიჩქარე არ შეიცვლება.

იგულისხმება, რომ ურიკის მოძრაობის  ტრაექტორიის (წრფე)  შეცვლა შეუძლებელია ... ანუ ურიკა მოძრაობს რელსებზე ან სპეციალურ ღარში.

---------------------

ოლეგი გაბრიაძე