შეკითხვა:

შეგაღონეთ :/ მაგრამ არ შემიძლია არ გკითხოთ... მეოთხე წელია ჩემი პედაგოგი ამბობს რომ:მყარ სხეულში ელექტროსტატიკური მიზიდვის ძალები ჭარბობს განზიდვისას, სითხეში ტოლია და აირში მიზიდვის ნაკლებია განზიდვაზე...------> წინაზე მითხარით რომ არასწორიაო... მაპატიეთ მაგრამ იქნებ კარგად ჩააკვირდეთ-იქნებ სწორია.... და თუ არასწორია, სწორი რა იქნება? მადლობა...

პასუხი:

ეგეთი მსჯელობა ზერელე მსჯელობაა...

მკაცრი მსჯელობა კი ასეთია:  

მყარ აგრეგატულ მდგომარეობაში  მოლეკულები მოწესრიგებულდ არიან განლაგებული ე.წ. კრისტალური მესრის კვანძებში და იქ ირხევიან.

ნორმალურ(არადეფორბირებულ) მდგომარეობაში    ორ მეზობელ მოლეკულას შორის ელექტროსტატიკური  მიზიდვა-განზიდვის ძალები ერთმანეთს  აწონასწორებენ...

სხეულის შეკუმშვისას მოლეკულები უახლოვდებიან ერთმანეთს, რაც იწვევს  ორივე ძალის გაზრდას, მაგრამ  განზიდვის ძალა გაცილებით მეტად იზრდება მიზიდვის ძალასთან შედარებით. შედეგად  განზიდვა აჭარბებს მიზიდვას და  მათი ტოლქმედი  ცდილობს აღადგინოს ძველი არადეფორმირებული მდგომარეობა...

სხეულის გაჭიმვისას კი მოლეკულები შორდებიან რა ერთმანეთს, ორივე ძალა კლებულობს, მაგრამ განსაკუთრებით კლებულობს  მიზიდვის ძალა. შედეგად  მიზიდვა აჭარბებს განზიდვას და მათი ტოლქმედი  ცდილობს აღადგინოს ძველი არადეფორმირებული მდგომარეობა.

დაახლოებით იგივე ხდება თხევად აგრეგატულ მდგომარეობაშიც... განსხვავება ისაა, რომ მორღვეულია კრისტალური მესერი  და  საქმე გვაქვს დაახლოებით იგივე მოცულობის  დენად ნივთიერებასთან...

აირივან მდგიმარეობაში კი მოლეკულები იმდენად არიან დაშორებული ერთმანეთისაგან, რომ მათ შორის ელექტროსტატიკური მიზიდვა -განზიდვის ძალებზე არც კი  ვსაუბრობთ... მხოლოდდამხოლოდ მოლეკულების შეჯახებისას ვსაუბრობთ ელექტროსტატიკური განზიდვის ძალაზე...  და როდესაც აირი ისეა გაიშვიათებული რომ მათი შეჯახებების ურთიერთქმედების  უგულებელყოფაც შეიძლება , მაშინ ვამბობთ რომ საქმე გვაქვს  ე.წ. იდეალურ აირთან. 

--------------------------------

ოლეგი გაბრიაძე