შეკითხვა:

ბატონო ოლეგ, პაწაწინა შეკითხვები მაქვს თქვენთან:1. ეს მე დავხაზე და აჩქარება სწორია(მიმართულება და სიდიდე)?? 

2.წინააღმდეგობის ძალა სხეულის სიჩქარეზე როგორაა დამოკიდებული??(ჩემი აზრით რაც მეტია სიჩქარე მით ნაკლებია წინააღმდეგობა)

3.მყარ სხეულში ელექტროსტატიკური მიზიდვის ძალები ჭარბობს განზიდვისას, სითხეში ტოლია და აირში მიზიდვის ნაკლებია განზიდვაზე----სწორია?? 

პ.ს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ^_^ :დდ 

 

 

პასუხი:

1) შენი  სურათის მიხედვით  სხეულის სიჩქარე 1 წმ-ის   განმავლობაში   შეიცვალა   V0 -დან  V-მდე....  მოძრაობა იყო   მარჯვნივ შენელებული  .... სიჩქარე დავარდა   0 -მდე და დაუყოვნებლივ განაგრძო მოძრაობა  მარცხნივ  ზრდადი სიჩქარით ისე რომ  სიჩქარის მოდულმა    1 წმ-ის  თავზე   გადაამეტა საწყისი სიჩქარის  მოდულს... რაც თავისმხრივ ნიშნავს, რომ სხეული  1 წმ-ის  თავზე  უკვე  საწყის მდებარეობარეობიდან მარცხნივ იმყოფება.

2)    რისი წინააღმდეგობის ძალა???

თუ საუბარია ჰაერზე, მაშინ   სიჩქარის გაზრდით წინააღმდეგობის ძალაც  იზრდება...

3)  არა...