შეკითხვა: | 600გ მასისა და 100C ტემპერატურის წყალს ათბობენ კოლბით სპირტქურაზე, რომლის მქ კოეფიციენტი 35%-ია.. რამდენ ხანში ადუღდება წყალი და მისი რა რაოდენობა აორთქლდება თითოეულ წამში, თუ 1 წუთში 2გ სპირტი იწვია? კოლბის სითბოტევადობაა 10ჯ/K. |
---|---|
პასუხი: | ვთქვათ წყალი დუღილამდე მივიდა T წთ-ის განმავლობაში. სპირტი ამ დროს დაწვისას გამოყოფს სითბოს : Q1 = Tqm1 ... (q = .... სპირტის წვის კუთრი სითბო მოიძიე ცხრილებში).... მისი 35% ხმარდება კოლბისა და წყლის 10oC-დან 100oC-მდე გაცხელებას: 0,35Tqm1 = C(100-10) + cm2(100-10)....(c = 4200 ჯ/კგ.კელ).... აქედან დათვალე -->> T = ???? წთ. დუღილისას ტემპერატურა რჩება მუდმივი 100oC... ანუ სპირტის ყოველ წმ-ში გამოყოფილი სითბო ხმარდება მხოლოდ წყლის ორთქლადქცევას: (0,35qm1)/60 = r mორთ ( r = ??? წყლის ორთქლადქცევის კუთრი სითბოც ცხრილებში მოიძიე) და გამოთვალე ყოველ წმ-ში აორთქლებული წყლის მასა --->>> mორთ = ???? ------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |