შეკითხვა: | 1) მთის ძირში ბარომეტრი აჩვენებს 98642 პა-ს, მწვერვალზე - 90317 პა-ს. ამ მონაცემებით განსაზღვრეთ მთის სიმაღლე. 2)ცილინდრულ ჭურჭელში ერთი და იმავე მოცულობის ვერცხლისწყალი, წყალი და ნავთია. განსაზღვრეთ წნევა ჭურჭლის ფსკერზე, თუ ნავთის ზედაპირი ფსკერიდან 20 სმ სიმაღლეზეა. როგორ ამოვხსნა ეს ამოცანები? მადლობა წინასწარ |
---|---|
პასუხი: | 1) ცნობილია რომ დაახლ 2 კმ სიმაღლემდე ყოველ 12 მ-ზე ატმოსფერული წნევა 1 მმ.ვწყ.სვ. = 133 პა-ით მცირედება. ამით დაადგენ წნევათა სხვაობის მიზეზსს .... 2) სითხეები ჭურჭელში ზემოდან ქვემოთ განლაგდებიან სიმკვრივის კლების მიხედვით: ნავთი-წყალი-ვერცხლისწყალი..... ჰიდროსტატიკური წნევა ჭურჭლის ფსკერზე თითოეული სითხის სვეტის მიერ წარმებული წნევათა ჯამის ტოლი იქნება: P = \(\rho\)1gh1 + \(\rho\)2gh2 + \(\rho\)3gh3 ..... რადგანაც ჭურჭელში ერთიდაიგივე მოცულობის სითხეები ასხია-ო და რადგანაც ნავთის ზედაპირი ფსკერიდან 20 სმ სიმაღლეზეა-ო, ამიტომ: h1=h2 = h3= h/3.=..... ? (მ) ცხრილებიდან ამოიწერე სიმკვრივეები და გამოთვალე P = ??? |