შეკითხვა: | გამარჯობათ ბატონო ოლეგ! თქვენ პასუხებს ვკითხულობ ხოლმე და იმის გამო რომ ნამდვილად პროფესიონალი ბრძანდებით, მეც უნდა შეგაწუხოთ ხოლმე(წინასწარ დიდი მადლობა) :)) ორ ელექტრულ სპირალში გადის ერთნაირი დენი, ერთი მოთავსებულია ჰორიზონტალურად, მეორე შვეულად. რომელი უფრო მეტად გახურდებაო.. პასუხშია შვეული. მე ასე ვიფიქრე, შვეული ცოტა გაიჭიმება და სიმძიმის ცენტრი დაბლა დაიწევს, შესაბამისად პოტენციური ენერგია შემცირდება. მაშინ შინაგანმა ენერგიამ(შესაბამისად ტემპერატურამ) უნდა მოიმატოს, რომ სრული ენერგია მუდმივი დარჩეს. |
---|---|
პასუხი: | პირობა ბუნდოვანია... საიდან არის აღებული?(წყარო - დედანი)... ასეთ ამოცანებში ყოველ სიტყვას აქვს მნიშვნელობა... სავარაუდოდ სპირალები ალბათ ერთნაირია. თუ სპირალები წინასწარ აღებული იქნებოდნენ ერთი ჰორიზონტალურ მეორე კი შვეულად დაკიდებულ მდგომარეობებში (შვეული სპირალის სიმძიმის ცენტრი მავთულის შუაში კი იქნება, მაგრამ სპირალის ქვედა ნაწილში აღმოჩნდებოდა ზედა ნაწილის შედარებით გაშლილობის გამო - სპირალის ზედა ნაწილები მეტად არის დაჭიმული ქვედასთან შედარებით) და შემდეგ მათში გავატარებდით ერთიდაიგივე დენს ( ??? - ნაკლებ სავარაუდოა) ისინი გაცხელდებოდნენ... შედეგად დაგრძელდებოდნენ და წინაღობებიც გაეზრდებოდათ ... დაგრძელების გამო ცხადია შვეულის სიმძიმის ცენტრი მართლაც დაბლა დაიწევდა .... და შენი მსჯელობა მართებულია. თუმც ეს ტემპერატურაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა... მოკლედ ეგ ამოცანა ''ყურით მოთრეული'' მგონია... ----------------------------------- ოლეგი გაბრიაძე
|