შეკითხვა: | გამარჯობა. ეს საკითხები ვერ გავიგე 1. როდესაც ჰორიზონტალურ ზედაპირზე F ძალის მოქმედებით თანაბარაჩქარებულად მოძრავ ურიკაზე m მასის ყუთი უძრავია, მაშინ ყუთზე მოქმედი ხახუნის ძალა ( მიუ - ხახუნის კოეფიციენტია ) მიმართულია........ სწორი პასუხი: ურიკის მოძრაობის მიმართულებით და მოდულით ma -ს ტოლია. მშრალი ხახუნის ძალები ყოველთვის შემხები ზედაპირების მხების გასწვრივაა მიმართულიო და თვითონ ეს მხები საითაა მიმართული ხოლმე როგორ დავადგინო? იქნებ ურიკის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით? 2. ხაოიან ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ 1 კგ მასის სხეულსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტი 0.1 -ია. როდესაც სხეულზე ზედაპირის პარალელურად მოქმედებს 0.5 ნ ძალა, მაშინ რას უდრის მასზე მოქმედი ხახუნის ძალა? სწორი პასუხია 0.5 ნ ძალა. ალბათ, F=ma ფორმულიდან გამომდინარე.თუმცა წევის და ხახუნის ძალა მოდულით ტოლი ხომ გამოდის და ე.ი სხეული თანაბრად მოძრაობს, აჩქარება კი ნულის ტოლი არ იქნება? ხოლო F=მიუmg -თი 1ნ გამოდის საერთოდ ვერ გავიგე ეს ხახუნები. როდისაა Fხახ ma -ს ტოლი და როდის მიუmg-სი. დიდი მადლობა წინასწარ ^_^ |
---|---|
პასუხი: | 2) ხახუნის ძალა აღიძვრება სხეულთა შეხებისას.... იგი ელექტრომაგნიტური ბუნებისაა - შეხებისას ამ ორი სხეულის ზოგიერთი უბანი ისე ძალიან უახლოვდება ერთმანეთს, რომ თავს ავლენენ მათ მოლეკულებს შორის ელექტრომაგნიტური მიზიდვა-განზიდვის ძალები.... ეს ძალა სხეულთა ურთიერთამოძრავებას უშლის ხელს და მიმართულია შემხები ზედაპირის მხების გასწვრივ იმ ძალის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ,,სურს'' სხეულის ამოძრავება. ამ ძალას ხშირად წევის ძალას უწოდებენ. თუ წევის ძალა თავის ''სურვილს'' ვერ ისრულებს, ე.ი. სხეულს ვერ ამოძრავებს, მაშინ ადგილი აქვს ე.წ. უძრაობის ხახუნს... ამ უნიათო წევის ძალას აწონასწორებს უძრაობის ხახუნის ძალა Fწ = Fუძრ. ხ. იმისათვის რომ წევის ძალამ თავისი ''სურვილი'' აისრულოს, იგი უნდა გავზარდოთ, მაგრამ ჰოი საკვირველებავ ?! -- უძრაობის ხახუნის ძალაც იზრდება და მას ჯერ კიდევ შეწევს ამ ჯერ კიდევ უნიათო წევის ძალის განეიტრალების ( გაწონასწორების) უნარი Fწ = Fუძრ. ხ. მაგრამ, როდესაც წევის ძალა ძალიან ''გაბრაზდება'', დადგება ისეთი მომენტი როდესაც უძრაობის ხახუნი ვეღარ შეძლებს მის გაწონასწორებას და სხეული ამოძრავდება.... უკვე საქმე გვექნება ე.წ. სრიალის ხახუნთან: სხეულზე მოქმედებს მამოძრავებელი წევის საკმაოდ ,,თავდაჯერებული'' ძალა და მაინც ''ქედმოუხრელი და სულით გაუტეხელი'' მოძრაობის დამაბრკოლებელი უკვე სრიალის ხახუნით წოდებული მაქსიმალური ხახუნის ძალა. .......... Fწ \(\geqslant\) Fსრ. ხ ირკვევა, რომ სრიალის ხახუნის ძალა (იგივე ხახუნის მაქსიმალური ძალა) პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული შემხები სხეულების ურთიერთმიჭერის(დაწოლის, ჭყლეტვის, რეაქციის ) N ძალაზე და ზედაპირების დამუშავების ხარისხზე ( ე.წ \(\mu\) ხახუნის კოეფიციენტზე) და არ არის დამოკიდებული მოხახუნე ზედაპირების ფართობზე. Fსრ.ხ. =Fხ. მაქს = \(\mu\)N ანუ უძრაობის ხახუნის ძალას აქვს თავისი მოქმედების დიაპაზონი .... 0 \(\leqslant\) Fუძრ. ხ.\(\leqslant\) \(\mu\)N 1) თუ წევის ძალა ამ დიაპაზონიდანაა Fწ < \(\mu\)N , მაშინ სხეული უძრავია და Fუძრ. ხ.= Fწ 2) თუ Fწ > \(\mu\)N, მაშინ Fსრ.ხ. = \(\mu\)N და სხეული მოძრაობს აჩქარებით Fწ - \(\mu\)N = ma 3) თუ Fწ = \(\mu\)N, მაშინ გვაქვს ან - უძრაობა Fუძრ. ხ = Fწ = \(\mu\)N ან - წრფივი თანაბარი თანაბარი მოძრაობა Fსრ. ხ = Fწ = \(\mu\)N -------------------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის
|