შეკითხვა:

გამარჯობათ ბატონო ოლეგ
გთხოვთ აგვიხსნათ შემდეგი, როგორ და რატომ იჭერს წონასწორობას მოძრავი ველოსიპედი (2 თვლიანი), ხოლო უძრავი ვერა?
რაზეა დამოკიდებული არწაქცევის მინიმალური სიჩქარე?
 

პასუხი:

ისე, ჩვენში დარჩეს და ველოსიპედის  წაქცევა -არწაქცევა  ველოსიპედისტზეც არის დამოკიდებული... ბევრი წამოსკუპებულა ველოსიპედზე ისეთიც, რომ წაქცეულა კი არა და  კისერიც რომ  კაიგვარიანად მოუტეხავს... laugh... ეს ხუმრობით.

მოდი უფრო  კარგი მაგალითი განვიხილოთ...ბლუნდურა   ველოსიპედისტის   გავლენა რომ გამოვრიცხოთ:  თვით ველოსიპედის თვალი, ან მანქანის ბორბალი, ან თუნდაც ქვაბის თავსახური გავაგოროთ.    იმდენ ხანს იგორებს, სანამ სიჩქარე არ ამოეწურება...

კიდევ უფრო უკეთესი მაგალითია  ბზრიალა (ჩიკორი)... სულ ბოლოს - სიჩქარის განულების წინა  მომენტებში წაიბანცალებს და  ....

 

ყველა ამ შემთხვევაში ბრუნვა (ბზრიალი) მით უფრო დიდხანს გასტანს, რაც უფრო მეტია ე. წ. იმპულსის მომენტი (ადგილი აქვს იმპულსის მომენტის მუდმივობის კანონს).  იმპულსის მომენტი კი თავისმხრივ პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული  ინერციის მომენტზე და ბრუნვის კუთხურ სიჩქარეზე:  \(L = I\omega\)

რაც შეეხება ინერციის მომენტს, იგი დამოკიდებულია მასაზე და ამ მასის განაწილებაზე მოცემულ სხეულში: მაგ     ველოსიპედის თვალს მეტი ინერციის მომენტი აქვს, ვიდრე იგივე მასისა და რადიუსის ქვაბის თავსახურს .