| შეკითხვა: | 1) ცივდება თუ ცხელდება იდეალური აირი , რომელიც ფართოვდება PV2=const. კანონით ? 2) აირების ნარევისთვის გამოთვალეთ    დიდი მადლობა!  | 
|---|---|
| პასუხი: | 1) ცნობილია, რომ PV2= const...... (1) თავისმხრივ რადგანაც აირი იდეალურია, ამიტომ იგი ემორჩილება იდ აირის მდგიომარეობის კანონს PV/T = const ... (2) (1)  გავყოთ  (2) -ზე    ....  მივიღებთ  ასევე მუდმივ კომბინაციას (ზოგადად განსხვავებულს)   VT = const --- უკუპროპორციას, რაც ნიშნავს, რომ აირის გაფართოებისას  ტემპერატურა უკუპროპორციულად  შემცირდება.   დიახ! -  აირს  ''შეცივდება''  2) არ ვიცი რამდენად ერკვევი მოლურ სითბოტევადობებში.... რაიმე ერთგვაროვანი აირისათვის Cp = Cv + R .... Cp = \(\gamma\)Cv ......(1) Cv = R/(\(\gamma\) -1).... (2) აირთა ნარევისათვის მოცემული პირობებით გვექნება Cp = \(\nu\)1C1p + \(\nu\)2C2p ....(3) და Cv = \(\nu\)1C1v + \(\nu\)2C2v ....(4) თიოეული აირისათვის Cp და Cv -თვის გამოიყენე (1) და (2) ფორმულები და შემდეგ (3) გაყავი (4) -ზე ......... იჩალიჩე და გამოივანე ფორმულა \(\nu\) -ებით და \(\gamma\) -ებით და მიღებულ ფორმულაში( რომელსაც მე შეგნებულად არ გიწერ) ჩასვი რიცხვითი მონაცემები.... რომელშიც აუცილებელია ასეთი მონაცემების ცოდნაც: --- ჟანგბადისათვის \(\gamma\)1 = 1,4 და ნახშირორჟანგისათვის კი \(\gamma\)2 = 1,3 და   ეს მონაცემები  იმას უნდა მოეცა,   ვინც ''შენი ცოდვა დაიდო''  ------------------------------------ ოლეგი გაბრიაძე 
  | 
