შეკითხვა:

გამარჯობათ  აი ორ ამოცანას ვერ ვუპასუხე  და იქნებ რამენაირად დამეხმაროთ:                                            1) განსაზღვრეთ ელექტროენერგიის დანახარჯი 2,5.10-4კგ წყალბადის მისაღებად, თუ ელექტროლიზი მიმდინარეობს 5ვ ძაბვაზე. დანადგარის მქ კოეფიციენტია75%                                                                         2) ელექტროჩაიდანს ორი სპირალი აქვს.ერთი  მათგანის ჩართვისას ჩაიდანში წყალი დუღდა t1 დროში, მეორის ჩართვისას კი - t2 დროში, განსაზღვრეთ,რა დროში ადუღდება ჩაიდანში წყალი,თუ ორივე გრაგნილს ჩავრთავთ ერთდროულად პარალელურად?                                                                                                                               წინასწარ დიდი მადლობა 

პასუხი:

1)   ეს ამოცანა უკვე ამოხსნილია ჩვენს საიტზე... იხილე ბმული

2)   ჩაიდანს სამივე  შემთხვევაში ერთიდაიგივე   U  ძაბვაზე ვრთავთ...  ამიტომ  მოხმარებული ელექტროენერგია ჯობს დავთვალოთ    ფორმულით:  Q = (U2/R) t....(1) ....  აქედან

1/R = Q/ (U2t )...       (2)

იგულისხმება, რომ სამივე შემთხვევაში ჩაიდანში ერთიდაიგივე ტემპერატურისა და რაოდენობის  წყალს ვასხამთ... ანუ მის ასადუღებლად (100 oC -მდე მისაყვანად)  სამივე შემთხვევაში ერთიდაიგივე სითბოს რაოდენობა გვჭირდება : Q1 = Q2 =Q3 = cm\(\Delta\)T = Q

 ჩავწეროთ (2) ფორმულები სამივე შემთხვევისათვის ცალცალკე და თან გავითვალისწინოთ   რომ მესამე შემთხვევაში სპირალები ერთმანეთთან ჩართულია პარალელურად: 

1/R = 1/R1 + 1/R2..............>>>    Q/ (U2t ) = Q/ (U2t1) + Q/ (U2t2 )  ......>>>

1/t = 1/t1 + 1/t ..........>>>>>  t = ???

-----------------------

ოლეგი გაბრიაძე