შეკითხვა: | ბატონო ოლეგ რამდენიმე შეკითხვა მაქვს: 1) ავტობუსი და მსუბუქი ავტომბილი მოძრაობენ შემხვედრი მიმართულებით შესაბამისად 40კმ/სთ და 60კმ/სთ სიჩქარეებით. განსაზღვრეთ ავტობუსის მიმართ სიჩქარე და მისი მიმართულება.-სწორი პასუხი იყო ავტობუსის მოძრაობის საპირისპირო მიმართულების 100კმ/სთ სიჩქარე ://(მე კიდე 20კმ/სტ-ს ვფიქრობდი ://)--- საატესტატოზე სიჩქარეთა შეკრება მარტო წრფის გასწვრივ შედის, მაგრამ ვერ ვხვდები რა პრინციპით ხდება :// იქნებ ამიხსნათ(სიჩქარეთა შეკრების წესი როა-სიჩქარე მოძრავი ათვლის სისტემის მიმართ ტოლია სიჩქარეს უძრავი სისტემის მიმართ...........-აი ამით ვეცადე გააზრებას მაგრამ კრახი განვიცადე... დამეხმარეთ რა :( პ.ს. პრეტესტში 29დან 27 ავიღე(ნორმალურია) ^_^ |
---|---|
პასუხი: | 1) სიჩქარე ფარდობითი სიდიდეა და ამიტომ მასზე მსჯელობისას აუცილებლად უნდა იქნას მითითებული - სიჩქარე რის მიმართ?... მაგრამ ამ აუცილებლობას ზოგჯერ არ ვითვალისწინებთ. მაგ: როდესაც ვამბობთ მოკლე წინადადებას - '' გემის სიჩქარეა 60 კმ/ სთ'' - ავტომატურად ვგულისხმობთ გემის სიჩქარეს წყლის მიმართ ..... '' მოტოციკლის სიჩქარეა 100 კმ/სთ'' - ავტომატურად ვგულისხმობთ სიჩქარეს საყრდენის(გზის) მიმართ ... თვითმფრინავის სიჩქარეა 500 კმ/ სთ'' - დიდი ალბათობით იგულისხმება სიჩქარე ჰაერის მიმართ... ამ სიჩქარეებს ხშირად საკუთარ სიჩქარეებსაც უწოდებენ.... მაგრამ რთული პირობის შემთხვევაში უკვე ფრთხილად უნდა ვიყოთ! 2) სიჩქარეთა შეკრების კლასიკური კანონი: სხეულის სიჩქარის ვექტორი ათვლის უძრავი სისტემის მიმართ ტოლია მოძრავი სისტემის მიმართ სხეულის სიჩქარისა და მოძრავი სისტემის უძრავი სისტემის მიმართ სიჩქარეთა ვექტორების გეომეტრიული(ვექტორული) ჯამისა.. \(\vec{V}\) = \(\vec{V}\)1 + \(\vec{V}\)2 მაგრამ რადგანაც მოძრაობა და უძრაობა(ც) ფარდობითი ცნებებია, ზოგ მოსწავლეს ტვინი ''ემღვრევა" ამ წესის გააზრებისას... ამიტომ ამ წესს მე განვაზოგადებ და ყოველგვარი მოძრაობა-უძრაობის გარეშე ასე ჩამოვაყალიბებ: A -ს სიჩქარე C -ს მიმართ ტოლია A -ს სიჩქარე B -ს მიმართ ვექტორულად დამატებული B -ს სიჩქარე C -ს მიმართ : \(\vec{AC}=\vec{AB} +\vec{BC}\) 3) როდესაც გვეკითხებიან A -ს სიჩქარეს C -ს მიმართ, პასუხი უნდა გავცეთ C სხეულიდან --- ჩვენი აზრი და გონება წარმოსახვითად უნდა მოვათავსოთ C სხეულზე და იქიდან ვიმსჯელოთ A -ს შესახებ -იქიდან დავაკვირდეთ საკვლევ A სხეულს ... და ა.შ. ყველა შემთხვევაში.
---------------------------------- ოლეგი გაბრიაძე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის |