შეკითხვა:

გამარჯობათ ბატონო ოლეგ ეს ორი ამოცანა ვერ გავიგე და იქნებ დამეხმაროთ

1)როგორი მაქსიმალური სიმძლავრის ელექტროღუმელის დადგმა შეიძლება ხაზის ბოლოში,თუ ხაზის წინაღობა 10 ომია,წყაროს სიმძლავრე 6X10^3ვტ,ხოლო ძაბვა მომჭერებზე 10^2ვ ?

2)ელექტრომაგნიტის ალუმინის გრაგნილს 0 C ტემპერატურაზე 5კვტ სიმძლავრე სჭირდება.რას უდრის მომხმარებლის სიმძლავრე თუ მუშაობის დროს გრაგნილის ტემპერატურამ 60 C-ს მიაღწია,ძაბვა უცვლელი დარჩა ? ალუმინის წინაღობის ტემპერატურუი კოეფიციენტია 0.0042K

 

პასუხი:

1)

გაქვს ძაბვის წყარო მუდმივი ძაბვით მომჭერებზე  U = 100 ვ და მაქსიმალური შესაძლო სიმძლავრით  P = 6000 ვტ (გააჩნია როგორ  დატვირთავ), შესაბამისად მაქსიმალური დასაშვები დენის ძალით  I = P/U  (უფრო დიდი დენის შრმთხვევაში სავარაუდოდ ამუშავდება  გამთიშველი ''მცველი'' - სითბური ელემენტი, რომელიც  გახურების გამო წრედს გათიშავს (''ავტომატი   ამოვარდა''-ო  ამბობენ ხოლმე გადატვირთვის შედეგად მცველის  გათიშვის  გამო) .....

 ეს დენი მიმყვანი სადენების (ხაზის) მეშვეობით კვებავს  ელექტროღუმელს:

წყარო ======ხაზი=====ღუმელი

წყაროდან გადმოცემული სიმძლავრე განაწილდება ხაზზე(დანაკარგი)  და ღუმელზე(სარგებელი)    ..... P = Pხაზ + Pღუმ

  ხაზზე  დაკარგული სიმძლავრე   გამოითვალე     Pხაზ = I2Rხაზ -თ ....

  ასე, რომ ღუმელზე მიწოდებული მაქსიმალური სიმძლავრე    Pღუმ = ???

შეგიძლია დათვალო ღუმელის  ის მინიმალური წინაღობაც, როდესაც ღუმელს მიეწოდება ეს მაქსიმალური  სიმძლავრე   Rღუმ  = PღუმI= ???

 

2)

მუდმივ    U  ძაბვაზე ჩართულია ელმაგნიტი  0oC   -ზე იგი მოიხმარს     სიმძლავრეს ---

Po = U2/Ro ...... ...(1)   ( Ro -- ელმაგნიტის გრაგნილის წინაღობაა  0oC   -ზე)

გახურებისას  წინაღობა იზრდება და ხდება --- R = Ro( 1 + \(\alpha\) t )    ....   (2)......

შესაბამისად მოხმარებული სიმძლავრე კლებულობს  ....  P = U2/R = ?????

\(\alpha\)  = 0, 0042 K-1