შეკითხვა: | 5 კგ მასის თავდაპირველად უძრავ სხეულზე 2 წმ-ის განმავლობაში მოქმედებდა ერთი მიმართულების 10 ნ-ის ტოლი ძალა. ამის შემდეგ ძალამ შეიცვალა მიმართულება და სხეულზე მოქმედებდა საწინააღმდეგო მიმართულების 10 ნ-ის ტოლი ძალა. რისი ტოლი იქნება სხეულის გადაადგილების სიდიდე ამოძრავებიდან 4წმ-ის განმავლობაში? |
---|---|
პასუხი: | პირველი 2 წმ-ის განმავლობაში მოძრაობა იქნებოდა თანაბარაჩქარებული a = F/m აჩქარებით და უძრაობის მდგომარეობიდან ზრდადი სიჩქარით დაივლიდა S = at2/2 მანძილს .... შემდეგ კი რადგანაც ძალამ შეიცვალა მხოლოდ მიმართულება (მოდული კი უცვლელი დარჩა), მოძრაობა იქნება თანაბარშენელებული იგივე მოდულის a აჩქარებით და მომდევნო 2 წმ-შიც იგივე S მანძილს გაივლის კლებადი სიჩქარით სიჩქარის განულებამდე. ასე, რომ 4 წმ-ში გავლილი მანძილი (გადაადგილებაც) იქნება: Sსრ = at2 --------------------------------------------- |