შეკითხვა: | ტივის გადმოტვირთვის მერე მდინარეში მისი ჩაძირვის სიღრმე 60სმ-ით შემცირდა. განსაზღვრეთ რა მასის ტვირთი გადმოიღეს ტივიდან თუ ტივის ზედაპირის ფართობი 240მ2-ია. ამ ამოცანაში საბოლოოდ მივდივარ აი ამ ფორმულამდე: m=104/þტივის მაგრამ ტივის სიმკვრივე არ ვიცი და ვეღარ მივდივარ წინ... მერიდება ამდენი კითხვებით რომ აგაწიოკეთ, მაგრამ იქნებ ამ ერთზეც მიპასუხოთ :(( |
---|---|
პასუხი: | ტივის სიმკვრივე არაფერში გჭირდება.... ტივი იმ h სიღრმემდეა ჩაძირული წყალში, რომ შესაბამისი ამომგდები ძალა (გამოდევნილი წყლის წონა) აწონასწორებს ტივისა და ტვირთის წონას: ρწყg Sh = (M +m) g ... (1) ტვირთის გადმოგდების შემდეგ ჩაძირვის სიღრმე გახდა h - Δh და შესაბამისად წონასწორობის პირობა იქნება: ρწყgS(h - Δh) = Mg ......(2) ----------------->>>>>>>>> m = ოლეგი გაბრიაძე |