შეკითხვა:

მადლობა წინა პასუხისთვის <3 თუ შეძლებთ იქნებ ამაზეც მიპასუხოთ(პირობა ოდნავ ვრცელია მაგრამ ერთი თემის ირგვლივაა მხოლოდ): ნახევრად სავსე ჭიქას თავზე რომ რვეულის ფურცელი დავაფაროთ და გადმოვაბრუნოთ ქაღალდი დარჩება ჭიქაზე, რადგან ატმოსფერული წნევა მეტი იქნება წყლის მიერ ქაღალდზე წარმოებულ წნევაზე--ვკითხულობ წიგნში. მაგრამ... სინამდვილეში ფურცელზე ზემოდან წარმოებული წნევა მეტი არ იქნება? ზემოდან(ჩემი აზრით):P=Pატმ+þgh(ანუ როგორც წყლის, ისე ატმოსფეროსი), ხოლო ქვემოდან:P=Pატმ.  საიდან მივედი ამ დასკვნამდე? წიგნში განხილული იყო ერთი ამოცანა, ცარიელი მილი ზედ მიფარებული ფირფიტით ჩაუშვეს წყლიან ჭურჭელში და ფირფიტა არ მოშორდა, რადგან ფირფიტაზე ზემოდან მოქმედებდა მხოლოდ P=Pატმ ხოლო ქვემოდან P=Pატმ+þgh. ჩემი გადასახედიდან, სწორედ აი ამის შებრუნებული ვარიანტია წყლიანი ჭიქა თავზე ფირფიტით რომ ამოვაბრუნოთ, მაგრამ რატომღაც იგივე შედეგი არაა :// თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ ://

პასუხი:

 ნახევრად სავსე ჭიქას თავზე რომ რვეულის ფურცელი დავაფაროთ და გადმოვაბრუნოთ ქაღალდი დარჩება ჭიქაზე???? ....

არა ანანო..... ჭიქა უნდა იყოს ბოლომდე სავსე (პირთამდე ''გაპიპინებული'') .... მასზე ზემოდან ფრთხილად უნდა შევუცუროთ   ქაღალდის ფურცელი ან მინის თხელი მსუბუქი ფირფიტა (ისე რომ ჰაერის ბუშტულაკი არ ჩარჩეს  წყლის  ზედაპირსა და მას შორის) და გადმოვაპირქვაოთ....... ფირფიტა არ ჩამოვარდება!  

და ამის მიზეზია ის რომ გარედან მოქმედი ატმისფერული წნევა მეტია    შიგნიდან მოქმედ მხოლოდ ჰიდროსტატიკურ   წნევაზე....

და დაახლოებით რა სიმაღლის ვიწრო ჭიქა უნდა აგეღო  ამ ცდაში,  რათა  იგივე შედეგი არ დამდგარიყო... ანუ ფირფიტა ჩამოვარდნილიყო????